Tuesday, July 13, 2010

პროექტი

თემა: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში

მნიშვნელობა\აქტუალობა: პროექტზე მუშაობას შეუძლია სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი, როგორიცაა დამატებითი ლიტერატურის მოძიების უნარი. სხვადასხვა ლიტერატურაზე მუშაობის უნარი, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, სხვადასხვა გზით მათი წარმოდგენის უნარი. დაამყარებენ უშუალო კონტაქტს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან.

მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას,ფიბონაჩის რიცხვებს, მათ შორის კავშირს. იფართოებენ თვალსაწიერს, ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში. ეცნობიან გარემომცველ სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის კანონს.

პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეს დაგეგმოს საკუთაირი მოქმედებები და დრო.

აკონტროლოს საკუთარი სწავლა

დაამყაროს კონტაქტი სხვადასხვა ადამიანებთან.

მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობა , პრაქტიკა, გამოცდილება.

შეფასების საგანი და პროცედურები: ეს პროექტი მოითხოვს მოსწავლისგან თემის შერჩევას და ამ თემის შესაბამისი კვლევის ჩატარებას, ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას, მათემატიკის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას, მათემატიკური კანონზომიერებათა ამოცნობას ხელოვნებაში.

რა იციან მოსწავლეებმა; მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ოქროს კვეთა, ფიბონაჩის რიცხვები. მათ შორის კავშირი. უნდა იცოდნენ მათემატიკის მნიშვნელობა ხელოვნებასა და ბუნებაში.

სასწავლო მასალა და რესურსები; სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა, კომპიუტერი, ქსეროქსი, ფოტოაპარატი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა; მოსწავლეები პროექტზე მუშაობენ ერთი კვირის განმავლობაში. კლასი გაყოფილია სამ ჯგუფად.

I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტით, სურათების სახით, მოიძიებს ლიტერატურას

II ჯგუფი მოძიებულ ინფორმაციაში დაასახელებს მათემატიკური ჰარმონიულობის ფაქტებს.

III ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციის სახით.